Sunday, March 4, 2012

ნერგი



          


                              

პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები სკოლის შემოგარენში დარგავენ რაიმე ხის ნერგს.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელისა და მშობელის დახმარებით ნერგის შერჩევა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით. შევარჩევთ ნერგს კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. მოხდება ადგილის შერჩევა სკოლის ეზოში, ამოთხრიან ორმოს და დარგავენ ნერგს. პროექტში გარეთიანებული ბავშვები შეიტყობენ საცხოვრებელი ადგილის კლიმატურ პირობებს, შეიტყობენ თუ რა სახის ნიადაგები არსებობს მათ სოფელში და როგორი მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებს მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის. მოსწავლეები ხშირად დააკვირდებიან დარგულ ხეებს და იზრუნებენ მასზე. გარდა ამისა ისინი იზრუნებენ ეკოლოგიაზე.
მოსწავლეთა ასაკი  9-10 წლის.
ხანგრძლივობა 2 თვე.
პროექტის აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ეკოლოგიის შესახებ, ნიადაგის შესახებ.
სურათების გადაღება.
მოსალოდნელი შედეგები: საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან კავშირი: კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ინტეგრირებული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან.
პროექტის ფასილიტატორი: ზედგინიძე მედეა
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: medeiazedginidze@gmail.com